14 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
სოხუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +32 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +20 ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიანი ამინდია, დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.
