თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამრღვევად ცნო.
იგი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესს მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა.
შსს-ს იურისტის, ანდრო გურულის განცხადებით, მაჩალიკაშვილმა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან სასამართლო პროცესზე მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა აღიარა.
კომენტარები
