“საპროცესოს ველოდებით და მიმართული გვაქვს კიდევაც” | აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა TV პირველთან. კითხვაზე, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცა თუ არა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, ადვოკატი ამბობს, რომ “შეთანხმების გარეშე არაფერი არ მომხდარა”. ვისთან შეთანხმებას გულისხმობს, ის აღარ აკონკრეტებს.
💬 “არავის წინააღმდეგ არ არის მიცემული ჩვენება რო იცოდეთ… ეს გააჟღერა [პროკურატურამ], მაგრამ არავის არავის ნებართვის და შეთანხმების გარეშე ჩვენება არ მიუცია…იმ კვირაში გეტყვით ყველაფერს ” | ამბობს ხათუნა ხურცილავა. რაც შეეხება ჩვენებას, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა, ადვოკატი ამბობს, რომ ამ ჩვენების მიცემას არ ესწრებოდა, თუმცა “ყველაფერი კანონიერად მოხდა”
🔻 დღეს პროკურატურაში თქვეს, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს.
