თბილისის მერის კახა კალაძის დედა მედეა შენგელია გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ბერდია კალანდიას ცნობით, მედეა შენგელია თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.
“წუხელ, თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში თბილისის მერის, კახა კალაძის დედა გარდაიცვალა ვუსამძიმრებთ კახი კალაძესა და მის ოჯახს დედის გარდაცვალებას” – წერს ბერდია კალანდია.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს კახა კალაძის ოჯახს.

კომენტარები
