დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ.
მისი შეფასებით, ევროპა უკრაინაში ომის შედეგად ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებასთან ყველაზე ახლოს არის. ფიცომ აღნიშნა ისიც, რომ ევროპა „სასიკვდილო საფრთხის“ წინაშე დგას, რადგან დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერით „ცეცხლზე ნავთს ასხამს“.
მან დასძინა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის არც სლოვაკეთის და არც ნატო-ს ომი.
კომენტარები
