აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ძალებს შექმნის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სპეციალური მრჩევლის დანიშვნასაც გეგმავს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის კრიტიკას „ფარსი” უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას არ შეაფერხებს, არამედ მას ხელს შეუწყობს.
„ამ არაჩვეულებრივი ინდუსტრიის ზრდას არ შევაფერხებთ – ნაცვლად ამისა, მოვუვლით და დავეხმარებით სანამ გაიზრდება. ამასთან, ჩვენ ასევე ცუდსაც ვადევნებთ თვალს და ამის გაკეთება ძალიან მარტივად, უკვე არსებული სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სისტემით შეგვიძლია. ამ მიზნით, ვქმნი „ხელოვნური ინტელექტის ძალებს”, ისევე როგორც შევქმენი კოსმოსური ძალები, რომლებმაც ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დიდი წარმატება მოიპოვა. ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის „ცარს” დავასახელებ – განცხადების შეტანა მხოლოდ მაღალი IQ-ის მქონე ადამიანებს შეუძლიათ!”, – წერს ტრამპი.
