ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადსა და წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს.
საუდის არაბეთის ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ შაბათს რიადის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჰაერშივე გაანადგურეს, თუმცა სხვა თავდასხმები ან მსხვერპლი არ დაუდასტურებიათ. მანამდე კი საუდის არაბეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე საწვავის ავზებთან შავი კვამლის სვეტი შენიშნეს, რის გამოც შაბათს ფრენები დროებით შეფერხდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ სიფრთხილე და ფრენების შესაძლო გაუქმებისა და მოგზაურობისას სხვა შეფერხებებისთვის“ მზად იყვნენ.
საუდის არაბეთის სათავეში არსებული კოალიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ასევე აღკვეთეს „მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მტრული მცდელობები“ ქალაქებში: ბიშში, ტაიფში, ფარასანსა და იანბუში.
