რუსეთი კიევის ოლქზე 24 საათზე მეტია, დარტყმებს ახორციელებდა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ხუთ რაიონში დაზიანებულია 31 ობიექტი. თავდასხმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი: სამი ბავშვი და ერთი ქალი. ტკაჩენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად მოხდა ეს. მისი თქმით, 19 სექტემბერს, საღამოს, ვიშჰოროდის რაიონში განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა.
ამავდროულად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება რეგიონში სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, რომელთაგან ორი ბავშვია. უწყების მონაცემებით, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლი. კონკრეტული ლოკაცია არც ამ შემთხვევაში ზუსტდება.
24 საათზე მეტხანს გაგრძელებული დარტყმების შედეგად ყველაზე მეტი დაზიანება ფასტივის რაიონშია, განაცხადა ტკაჩენკომ. დაზიანებულია 24 ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, საწარმოო და სამეურნეო სათავსოები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორია და 17 სატრანსპორტო საშუალება.
გარდა ამისა, დარტყმების ქვეშ მოჰყვა ობუხოვის, ბროვარისა და ბუჩას რაიონები. ტკაჩენკოს თქმით, შეტევა ამ დრომდე გრძელდება.
ხერსონის ოლქის სოფელ ჩერვონი მაიაკში რუსულმა ჯარებმა FPV-დრონის მეშვეობით მონასტერს დაარტყეს, რის შედეგადაც 71 წლის სასულიერო პირი დაიღუპა, კიდევ ოთხი მღვდელი კი დაშავდა.
