112-ში გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის, – განცხადებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ტექნიკური ხარვეზის შესახებ დილით განაცხადა.
კომენტარები
