26 სექტემბერს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, დერა-ისმაილ-ხანის რაიონში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა – “თეჰრიქ-ე-თალიბან პაკისტანმა” (TTP) – აიღო. აფეთქების ხასიათისა და სამიზნის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
სამაშველო ჯგუფებმა დაშავებულებს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ავღანეთის საზღვართან მდებარე დერა-ისმაილ-ხანი ისლამისტი შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმების ხშირი სამიზნეა.
კომენტარები
