რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მას ფილტვში კვანძოვანი წარმონაქმნის ამოკვეთის ოპერაციას ჩაუტარებენ. ის ადრეულ სტადიაზე, უახლესი სამედიცინო გამოკვლევის დროს აღმოაჩინეს.
პონტიფექსის თქმით, ექიმებმა ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ოპერაციის ჩატარება უახლოეს დღეებში იგეგმება.
წმინდა საყდრის პრესსამსახურში დააზუსტეს, რომ ჩარევა კვირის პირველ დღეებშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, ოპერაციის შემდგომი აღდგენის პროცესი დაახლოებით ერთ კვირას გასტანს.
კომენტარები
