უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა.
ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ კეჭაყმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე.
ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული”, – წერს ავთანდილ კეჭაყმაძე.

კომენტარები
