აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, ტრამპს 60 დღის განმავლობაში სურს გააანალიზოს, რა გავლენა ექნება ამ სანქციებს ამერიკულ და მსოფლიო ეკონომიკაზე.
ამ თემაზე რუბიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„პრობლემა ის არის, რომ ეს სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხებოდა. ისინი ითვალისწინებს ტარიფებს რიგი ქვეყნების მიმართ – მაგალითად, ინდოეთისა და სხვების. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს სურს ეს 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რას ნიშნავს როგორც სანქციების, ისე ტარიფების შემოღება მსოფლიო ეკონომიკისა და თუნდაც აშშ-ის ეკონომიკისთვის“, – განმარტა რუბიომ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ენერგომატარებლების მსოფლიო ფასებზე გავლენა არა მხოლოდ ირანსა და ჰორმუზის სრუტეში არსებულ სიტუაციას აქვს, არამედ ჰუსიტების თავდასხმებს საუდის არაბეთზე და ომს რუსეთსა და უკრაინას შორის, „სადაც იერიშები მიაქვთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.
