უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა არ დაიცვა ენერგეტიკული ზავი, რომლის დადების შესახებ ერთი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
ზელენსკის თქმით, ამ განცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და ნავთობგაზის სექტორზე 76 მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა. ბოლო ღამის განმავლობაში იერიში მიიტანეს ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქების ქვესადგურებსა და საცხოვრებელ სახლებზე, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა ქვეყნის მიმართულებით თითქმის 2700 დრონი, 1700 ავიაბომბი და 66 რაკეტა გაუშვა.
„ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი არ დგამს საპასუხო ნაბიჯებს სანქციების მოხსნაზე თუ შეთანხმებების დადებაზე… სწორედ რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ 11 ოქტომბერს გამოაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის ეს ახალი ამბავი იყო, თუმცა ამის მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი ბრძანებები მისცა.
