ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობენ.
დისკუსიებში ასევე მონაწილეობენ როგორც მასპინძელი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, ასევე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. სწორედ მათ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზება.
ამასთან, ზელენსკი გეგმავს, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან საუბარს, რათა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა, რომელიც საფუძვლად დაედება რუსეთთან მოლაპარაკებებს.
ამერიკული მედიის ცნობით, ოსლოდან სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება.
კომენტარები
