CNN-ის ცნობით, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მემარჯვენე კანდიდატმა ფლავიო ბოლსონარუმ ქვეყანა დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემართა.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მათ დაუდასტურა, რომ ბოლსონარუ ამჟამად ფლორიდისკენ მიფრინავს.
CNN-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ბოლსონარუს პასპორტი გააუქმა, ამიტომ უცნობია, როგორ დატოვა მან ბრაზილია.
ბოლსონაროსთან დაახლოებული ბრაზილიური წყაროს ცნობით, პოლიტიკოსს სამშობლოში დაპატიმრების ეშინოდა, სადაც ქვეყნის უზენაესი სასამართლო მის წინააღმდეგ გამოძიებას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და სავალუტო მაქინაციების ბრალდებით აწარმოებს. ბოლსონარო ყველა ბრალდებას უარყოფს.
კომენტარები
