ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ – ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 40 ამპულა მედიკამენტი – ,,MASPORT (R)“ აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა – 14 400 ლარი შეეფარდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კომენტარები
