იაპონიაში ერთი დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 5.7 მაგნიტუდის იყო. შედეგად, აიჩისა და შიზუოკის პრეფექტურებში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 01:04 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი შიზუოკისპრეფექტურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. მიწისძვრებზე რეაგირებისა და ვითარების მართვის მიზნით იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ სპეციალური საკოორდინაციო ოფისი შექმნა.
გარდა ამისა, კვირას, დილის 10:53 საათზე 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოსპრეფექტურაში.
მიწისძვრის ინტენსივობამ კუმამოტოს, უტოსადა უკის ქალაქებში 4 მაგნიტუდის დონეს მიაღწია.
