სოფი ლორენის, მონიკა ბელუჩის, ჯულია რობერტსისა და ბიონსესთვის შექმნილი სამოსი – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ფეშენ ფრეიმს“ გაიხსნა. ექსპოზიცია კინოსა და იტალიური მოდის კავშირს ასახავს და 35 უნიკალურ სამოსს აერთიანებს.
გახსნაზე კინოფილმების მუსიკა იტალიელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა პაოლო ვივალდიმ შეასრულა. სტეფანო დომინელას კურატორობით მომზადებული გამოფენა იტალიის საელჩოს ორგანიზებით იმართება და დამთვალიერებელს 23 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
კომენტარები
