“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნიკა გვარამიას და საკონსტიტუციო სასამრთლოს, გასცეს პასუხები მათ მიერ წარდგენილ ბრალდებებზე.
მჟავანაძის განმარტებით, მათი მხრიდან დუმილი შეფასდება როგორც აღიარება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო “ნაციონალებისა” და გვარამიას დაქვემდებარებაშია.
კერძოდ, მჟავანაძემ 6 ივნისს, “რუსთავი 2”- ის გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ გვარამიას განცხადებებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც აღინიშნა, რომ ნიკოლოზ გვარამიამ 2016 წლის 31 მაისს, გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” რამდენჯერმე დააფიქსირა პოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი იურისტების შეტანილ სარჩელებზე, (რომელიც ეხება მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების თაობაზე ნომრის გაუქმების მოთხოვნას (სარჩელის სარეგიტრაციო ნომერი 679) და მეორე სარჩელი – “რეტრო აქტიურობის ნორმის გაუქმება“ (სარეგისტრაციო #678)) სადაც ისინი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მიენიჭოს უკუძალა წარსულ დროში და ის გახდეს ახლადაღმოჩენილი გარემოება საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.
გვარამიამ მტკიცებით ფორმით განაცხადა, რომ მათი ორივე სარჩელი დაკმაყოფილდება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ყოველგვარი აზრი დაეკარგება.
“ჩვენს მიერ 6 ივნისის ბრიფინგზე ასევე გაკეთდა განცხადებები თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულ და უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კერძოდ: ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შვიდი კონსტიტუციური სარჩელი (675, 678, 679, 681, 720 ,721, 726) განსახილველად დეწერა საკონსტიტუციო სასამრთლოს ერთ კოლეგიას აღნიშული სარჩელებში სადაო იყო გამხადარი სხვადასხვა კანონში არსებული, ერთმანეთან შინაარსობრივ კავშირში არ მყოფი სხავდასხვა ნორმა. ამ სარჩელებს ერთმანეთან აერთიანებდა მხოლოდ ის, რომ მათი ავტორი წარმოადგენდა ერთსა და იმავე სუბიექტს, რაც მათი განსახილველად ერთი კოლეგიისათვის მიკუთვნების საფუძველი კი არ უნდა გამხდარიყო, არამედ პირიქით, როდესაც ერთი სუბიექტის სარჩელებს ყოველთვის განიხილავს ერთი კოლეგია, მიუხდეავდ იმისა, რომ რიგითობის მიხედვით ის მისი განსახილველი არ არის, ამან შეილება გააჩინოს ეჭვები როგორც საქმეთა განაწილების, ასევე საქმის გადაწყვეტის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასეთი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამრთლოს პრაქტიკაში არაერთია პრაქტიკულად გამოდის რომ კონრეტული სუბიექტისთვის „პერსონალური“ კოლეგიაა გამოყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ექსკულზიურად მის სარჩელებს იხილავს;

ასევე ნიშანმდობლივია, ის რომ ასეთი საქმეები მართალია ნაწილდება „შემთხვევით“ მხოლოდ ერთ კოლეგიაზე, თუმცა იქაც, „რატომაღაც“ კოლეგიის სამ წევრზე (მომხსენებელი მოსამართლეები არიან სასამრთლოს წერვები კ.ვარძელაშვილი, ქ.ერემაძე და მ.კოპალეიშვილი) და მეოთხე წევრს მ.ტურავას „რატომღაც“ არ ხვდება ასეთი საქმეები;
სასამართლო “რუსთავი 2”-ის სარჩელებთან დაკაშირებით ავლენს განსხავებულ მიდგომას არამხოლოდ პრცედურების, არემედ საქმის განხილვით ვადების მხრივ. მაგალითად, მოსარჩელე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის და შ.პ.ს ტელეკომპანია “საქართველოს” რიგ სარჩელბთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში მოახერხა საქმის განხილვა და შესაბამისი სამრთლებრივი შედეგების დაყენება. მაგალითად, 675-ე სარჩელი არსებითად განსახლიველად მიიღო (სადაო ნორმა შეაჩერა) სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვიდან ექვს დღეში. ხოლო 681-ე სარჩელზე იგვიე სამარლებრივი შედეგი დააყენა 7დღეში;
რაც შეეხება პირველი კოლეეგის წევრების მიუკრეძოებლობას, საინტერესოა, რომ ამავე კოლეგიის წევრი მ.კოპალეიშვილი წლების განმავლობაში იყო საკონოსტიტუციო სასამართლოში 8 სარჩელთან დაკავშირებული კომპანიის “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გვარამიას იუსტიციის მინსტრობისას, მისი რეკომენდაციით დანიშნული მოადგილე ჯერ იუსტიციის სამინისტროში, ხოლო შემდეგ განათლების მინისტრობისას ის იყო ერთადერთი მოადგილე, რომელიც იუსტიციის მინსტრობიდან განათლების მინისტრად გადასვლისას თან გადაიყოლა გვარამიამ ისევ მოადგილის პოზიციაზე. საინტერესოა, რომ იგივე გვარამიას პირველი მოადგილე განათლების მინსტრობისას იყო კ. ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია.თუმცა მიუხედავდ ამ აშკარა გარემოებებისა, როდესაც აცილების საკითხი დადგა მოპასუხე მხარის პარლამენტის წარმომადგენლის მხრიდან, ამ ორი მოსამრთლის მიმართ #675-ე სარჩელზე (მოსარჩელზე ტელეკომპანია “რუსთავი 2″) ისინი არ იქნენ აცილებული ამ საქმის განხილვას. შესაბამისად ისინი ასევე მონაწილეობენ ამ სუბიექტთან დაკავშირებული სხვა 7 სარჩელის განხილვაში”, – აღნიშნა მჟავანაძემ “პირველ პრესკლუბში”.
როგორც “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, აღნიშნულ ბრალდებაზე, არც საკონსტიტუციო სასამრთლოს და არც “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას პასუხი არ გაუცია.
“საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ როგორც გვარამიას, ასევევ საკონსტიტუციო სასამრთლოს – გაეცეს ყველა ბრალდებას პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დუმილი შეფასდება როგორც კიდევ ერთი აღიარება იმისა, რაც თავად გვარამიამ გააკეთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მისი და “ნაციონალების” დაქვემდებარებაშია”, – განმარტა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
კომენტარები