თბილისში, დიდუბეში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა ცნობილია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი საცხოვრებელ კორპუსში იმ დროს მოკლეს, როდესაც ლიფტს ელოდებოდნენ.
ცოლ-ქმარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყო და თბილისში მცირე ბიზნესი ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარები
