ახალ აღმაშენებელზე კაფე-ბარების უმეტესობა დაკეტილია. მეპატრონეებმა თბილისის მერიისგან მიიღეს წერილი, რომ საფეხმავლო ზონიდან მაგიდები და სკამები უნდა აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
მეპატრონეები ნებართვებს ითხოვენ.
“დღეიდან გვეკრძალება გარე ტერიტორიის გამოყენება. ერთი კვირის წინ მივიღეთ გაფრთხილება, რომ ერთ კვირაში ნებართვა თუ არ გვექნება, ან ჯარიმას გადავიხდით, ან დავიკეტებით. ადრე მერია გვეუბნებოდა, რომ ხელს შეგვიწყობდა. სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ნებართვის ერთ კვირაში აღება ფიზიკურად შეუძლებელია. ნებართვის მოთხოვნა გაგზავნილი გვქონდა, მაგრამ გაფრთხილება მაინც მოგვივიდა. პრობლემა 16 კაფეს შეექმნა, აქედან 14-ს უცხოელი მფლობელი ჰყავს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება”, – ამბობს ერთ-ერთი კაფის მენეჯერი ნინო სიხარულიძე.
ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.