საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ასევე მათ უკეთესი საჯარო სერვისები მოითხოვეს.
პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, აქციების უმეტესობა მშვიდობიანად წარიმართა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა წინა საპროტესტო დღეებთან შედარებით შემცირებული იყო.
კომენტარები
