15 აგვისტოს, 18:00 საათზე, ჭავჭავაძის №33-ში, ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – „სიმეტრია“ იხსნება.
ცენტრი მუშაობს ბიომექანოთერაპიის კომპლექსური მეთოდიკით, რომელიც გულისხმობს სამკურნალო მოძრაობას და მიმართულია კუნთოვანი დისბალანსის აღმოფხვრაზე, სისხლის მიმოქცევის აღდგენასა და ინერვაციაზე. ღონისძიებას მეთოდიკის დამფუძნებელი, „სიმეტრიის“ სამედიცინო ცენტრების საერთაშორისო ქსელის მთავარი ექიმი, ვალერი პავლენკო გახსნის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. სტუმრებს შეეძლებათ, ისარგებლონ ფასდაკლებით და ასევე, მონაწილეობა მიიღონ საჩუქრების გათამაშებაში.
ეს არის პირველი ცენტრი საქართველოში, რომელიც მუშაობს ბიომექანოთერაპიის მეთოდიკით და რომელიც პრობლემებს მედიკამენტებისა და ოპერაციების გარეშე აგვარებს. „სიმეტრია“ არის ცენტრი, რომელსაც გააჩნია კომპლექსური მიდგომა სახსრებსა და კუნთებში ტკივილის მოსაგვარებლად.
მკურნალობა არ გულისხმობს ოპერაციებს, გამოიყენება მხოლოდ ეკოლოგიური მკურნალობა, ოპერაციებისა და წამლების გარეშე. ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს უნიკალური ტრენაჟორი, რომელიც ეხმარება პაციენტს, შეასრულოს დეკომპრესიული მოძრაობები, სახსრებზე ზედმეტი დატვირთვის გარეშე. ტრენაჟორის მეშვეობით კუნთები მუშაობენ ფიზიოლოგიურად, ინარჩუნებენ ტონუსს და უზრუნველყოფენ სხეულის სიმეტრიას.
„სიმეტრია“ კურნავს: ტკივილს ხერხემალში, მხრებში, კისერში, მუხლში, მენჯ-ბარძაყის სახსარში, ტერფსა და იდაყვში. ექიმისა და რეაბილიტოლოგის კომპლექსური სამკურნალო სეანსების შემდეგ, თქვენ დაგავიწყდებათ, რა არის ტკივილი. გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის აღჭურვილობა, რომელიც წარმოებულია გერმანული კომპანია „GYM80“-ის მიერ. მკურნალობის გეგმა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია.
„სიმეტრიის“ მეთოდიკას უკუჩვენებები არ აქვს. ხერხემალსა და სახსრებში ტკივილისგან განკურნება გარანტირებულია.
R