თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესქიშეჰირის პროვინციაში AS-532 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ხუთივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
უწყების ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
დაღუპულთა შორის არიან: საჰაერო ძალების პილოტი, პოლკოვნიკი მეჰმეთ ჩოლი; საჰაერო ძალების პილოტი, უფროსი ლეიტენანტი ჰალილ ქარაბულუთი; ავიაციის ქვეითი ჯარის უფროსი სერჟანტი ვოლქან დემირჰანი; საჰაერო ტექნიკის მომსახურების უფროსი სერჟანტი მუჰამედ ნურულაჰ ერარსლანი და ავიაციის ქვეითი ჯარის სერჟანტი მეჰმეთ ალფ გურდაღი.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულთა ოჯახებს, შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
კომენტარები
