ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მაშველებმა 27 მოქალაქე გადაარჩინეს.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მხოლოდ ურეკში დახმარება 25 პირს დასჭირდა, მათგან 5 მოზარდი იყო. სააგენტოს ინფორმაციით, გადარჩენილი პირები მაშველებმა სანაპიროზე უვნებლად ამოიყვანეს. 2 მოქალაქეს კი დახმარება ბათუმში დასჭირდა.
ასევე, ბოლო 24 საათის მონაცემებით, მაშველების დახმარებით, 6 პატარა მშობლებს უვნებლად დაუბრუნდა. ბავშვების დაკარგვის მაჩვენებლითაც ურეკი ლიდერობს, სადაც ბავშვების დაკარგვის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 ბავშვი კი მშობლებს, ბათუმში დაეკარგათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სანაპირო ზოლზე დაკარგული ბავშვების მოძიების პროცესი უმოკლეს დროში განხორციელდა.
კომენტარები