გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 – 17 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და დასავლეთ საქართველოში +26 +31 გრადუსის ფაგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 – 20 აგვისტოს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +30, +35 გრადუსი იქნება.
კომენტარები