ქობულეთში, ზღვაში დაკარგული ტურისტი კაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. ამის შესახებ “პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.
ადგილობრივების თქმით, კაცი გუშინ, მეგობრებს ტელეფონით ესაუბრებოდა და უთხრა, რომ ზღვაში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას. მას შემდეგ, რაც წყლიდან არ ამოვიდა, მეგობრები ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და მისი სავარაუდო კოორდინატები მიაწოდეს.
ადგილზე მაშველებთან ერთად გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
კომენტარები