ბათუმში, გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება. აჭარის ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ორ ოჯახს, რომლებსაც ხანძრისას სახლები სრულიად გაუნადგურდათ საცხოვრებელს აჭარის მთავრობა შეუძენს.
“ქალაქ ბათუმის მერიაში მოსახლეობასთან შეხვედრა გქვონდა. მათ ამ ეტაპზე დროებით ფართის უზრუნველყოფას ვთავაზობთ. ასევე ჩვენ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მივიღეთ და მოსახლეობას ალტერნატიული ბინის ფართებს ვთავაზობთ. სანამ გამოძიება დასრულდება. ასევე არის არსებობს მეორე შეთავაზება რომლის მიხედვითაც არსებული ფართების რემონტი მოხდება. მოსახლეობისგან საბოლოო დასტურს ველოდებით. ის ფართები, რომელთა რემონტიც შეიძლება სახელმწიფო ხარჯებს დაფარავს”, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
კომენტარები