საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო პლენუმს შუამდგომლობით მიმართა, რომ სამ საქმეზე, კოლეგიის ნაცვლად პლენუმმა იმსჯელოს. ესენია “რუსთავი 2“-ის ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმე.
აღნიშნული საქმეების ადვოკატები ტურავას შუამდგომლობას უარყოფითად აფასებენ. თავად ტურავა კი მათ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს.
„რატომ მიგაჩნიათ, რომ შუამდგომლობის დაყენება რომელიმე სახელისუფლებო გუნდის დაკვეთა შეიძლება იყოს?! რა არის იმაში საგანგაშო და ცუდი, რომ საქმე განიხილოს არა კოლეგიამ, არამედ პლენუმმა, შეიძლება ბევრი რამ მოიგონონ, მაგრამ მე ვთქვი ის, რომ, მოდი, ნუ ჩავიკეტებით მხოლოდ ოთხ კაცში“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.
ცნობისთვის, პლენუმმა გადაწყვეტილება ერთ კვირაში უნდა მიიღოს.
კომენტარები