ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცოტა ხნის წინ ხეობაში ქარი გაძლიერდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას აალება კიდევ მოხდა.
საგანგებო დავალებათა სიტუაციის ჯარისკაცები ამ წუთებში ხანძრის ერთ-ერთი კერის ადგილას მიემართებიან, რათა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს. ტერიტორიაზე დაახლოებით, 500-მდე ჯარისკაცი მუშაობს, რათა ხანძარი კიდევ უფრო არ გავრცელდეს.
ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართული არიან ვერტმფრენებიც. ამ დროისთვის მუშაობს 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი. დაახლოებით, 2 საათში კი მათ 2 თურქული შვეულმფრენიც შეუერთდება.
კომენტარები