ქარი მუდმივად იცვლება, დაკვამლიანების ხარისხი მაღალი არ არის, თუმცა ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
დავით სერგეენკო ადგილობრივებს რეკომენდაციებს აძლევს და ურჩევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მარტივი პირბადე.
“ქარი მუდმივად იცვლება, დაკვამლიანების ხარისხი მაღალი არ არის, თუმცა ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, ამიტომ რეკომენდაცია იქნება, რომ ბავშვები, მოზრდილები, რომლებსაც აქვთ ამა თუ იმ სახის ქრონიკული დაავადებები, მოერიდონ გარეთ ყოფნას და იყვნენ სახლში. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მარტივი პირბადე, რადგანაც პოტენციურად ამას შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე რისკი”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ხეობაში ქარი სულ არის, რაც ჰაერის დაბინძურების მხრივ კეთილსაიმედო ნიშანია, რადგანაც ნიავდება, მაგრამ ხანძრისთვის ეს არის ცუდი და მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი.
“ამისი დოკუმენტური მონიტორინგი რთულია, სიტუაცია იცვლება და ამიტომ რეკომენდაცია მიმართული მაქსიმალური გადაზღვევისკენ“, – განაცხადა სერგეენკომ.
“ბავშვები, მოზრდილები, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადებები, მოერიდონ გარეთ ყოფნას და იყვნენ სახლში”
2017/08/22 17:46:36

ნანახია: 1182 ჯერ