ბოლო ინფორმაციით ბორჯომის ხეობაში ლოკალიზებული ცეცხლის ადგილზე კერები კვლავ აალდა. შტაბში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი უშლის ხელს. მიმდინარეობს სამხედროების მობილიზაცია. შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთონ.
კომენტარები