შევთხოვოთ უფალს, რომ მშვიდობა მოგვცეს და დაამშვიდოს საქართველო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბორჯომის ხეობაში განაცხადა.
მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში მომხდარი არ არის ეროვნული ტრაგედია, არამედ ეს არის მოვლენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.
„ეს არის მოვლენა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ზოგან ხდება წყალდიდობა, ზოგან ტაიფუნი, ზოგან ქარიშხლები. ჩვენ ეს განსაცდელი მოგვივლინა ღმერთმა.
იმედი მაქვს, ღვთის ძალითაა და მადლით ყეალფერი აღდგება. 3-5 წელიწადში ისევ ისეთი გამწვანებული იქნება, როგორიც – ადრე.
ახლა ყველას ვთხოვ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ, ადამიანური ზრუნვა, ადამიანური ფიქრები და შევთხოვოთ უფალს, რომ მშვიდობა მოგვცეს, დაამშვიდოს საქართველო და დააწყნაროს ბუნება. ჩვენთან არს ღმერთი.
ამ მოვლენამ ჩვენი ხალხი გაამთლიანა, გააერთიანა და თითქოს ერთმანეთს ამოვუდექით მხარში“, – განაცხადა ილია მეორემ.