ბორჯომის ხეობაში ხანძარი უკვე არის გმირების ისტორია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
„მათ ნდობა გაამართლეს. ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ მეხანძრე-მაშველების და მფრინავების თავდადება, ვნახეთ მამაცი ჯარისკაცების ბრძოლა ცეცხლთან, ვნახეთ პოლიციელები როგორ ინარჩუნებდნენ წესრიგს და მედიკოსები როგორ იცავდნენ მოსახლეობის ჯანმრთელობას, ჩვენი ელჩები როგორ ასრულებდნენ მოვალეობას. რა თქმა უნდა, ზარალს დავითვლით, ტყის ფართობებსაც აღვადგენთ, თუმცა ყველაზე დიდი სიამაყით დავითვლით ხეებს, რომლებიც ამ დღეებში ერთად გადავარჩინეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
კომენტარები