არსებული ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა არსებული ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ვერტმფერენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია.
როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ექიმები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ექიმების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში გადაყავთ.
კომენტარები