ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახეობის რეფერალური საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.
პალატაში მცირეწლოვანის დედა იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ბავშვს საჭმელს უმზადებდა.
ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობით მოტეხილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
კომენტარები