საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში პირველი შეხვედრა გამართა. ”ბორჯღალოსნები” სამოას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ, 19:19 დასრულდა.
აპიას “პარკ სთედიუმზე” გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი “ბორჯღალოსნებმა” 9:6 მოიგეს – სამი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა.
შესვენების შემდეგ სამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი მატჩის პირველი ლელოც დადეს და ანგარიშში 16:9 დაწინაურდნენ.
კომენტარები