საჩხერეში “რესპუბლიკური პარტიის” 20-მდე წევრმა პარტია დატოვა. ისინი “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” უერთდებიან.
როგორც “რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციისა და პარტიის კომიტეტის უკვე ყოფილი ხელმღვანელი და წევრი ინგა ზაბახიძე აცხადეს, ამის მიზეზი თავის დროზე პარტიის მიერ კოალიციის დატოვება გახდა.
“ჩვენ ვერ დავრჩებით “რესპუბლიკურ პარტიაში” და ვერ ვუღალატებთ “ქართულ ოცნებას”, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველო გადაარჩინა”, – აღნიშნა ინგა ზაბახიძემ.
კომენტარები