კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16 ივნისის დილის 07:00 საათიდან 16 ივნისის საღამოს 16:00 საათამდე გამანაწილებელი ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, ქალაქი გორის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე : 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.
კომენტარები