მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი ქუთაისის N23 საჯარო სკოლას ეწვია და საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო. ტრენინგს ამჟამად ის პრაქტიკოსი მასწავლებლები გადიან, რომლებიც ზაფხულში საგნის გამოცდის ჩაბარებას გეგმავენ. ტრენინგები საქართველოს მასშტაბით, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.
სატრენინგო პროგრამა პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის აქტივაციის, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების შესწავლისა და ზოგადი პროფესიულ უნარების განვითარების მიზნით ხორციელდება. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს ასევე შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ საგნის გამოცდის მოთხოვნებს და დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი.
კომენტარები