მიხეილ სააკაშვილის გუნდი ღიაა და ელოდება ნანუკა ჟორჟოლიანს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ.
იგი თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტით გაიგო.
„პირადად მე ერთი თვით ადრე მქონდა ინფორმაცია, თუმცა როდესაც თინათინ ბოკუჩავა საუბრობს, რომ პოსტით გაიგო კონკრეტული ამბავი, ალბათ ასე იყო.
ცუდი გამოცდილება წარსულში უნდა დავტოვოთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკურ საბჭოზე განხილვის საგანი არ ყოფილა“, – აღნიშნა ბერულავამ.
მისივე თმით, გადაწყვეტილებებს „რაღაც ჯგუფი“ იღებდა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები გულდასაწყვეტია. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ერთ დღეს განახლებული ნდობით მანდატი მისცეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საპირისპირო შინაარსის განცხადებები წაიკითხა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.
