შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქალაქი გორი) სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, მდინარე ლიახვიდან სამი მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 3 მამაკაცი ტრაქტორით მდინარე ლიახვის გადალახვას ცდილობდა. მდინარეში წყლის დონის მომატების გამო ისინი გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას საჭიროებდნენ.
სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ და მათი ნაპირზე უვნებლად გამოყვანა მოახერხეს.
კომენტარები