ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. ოლქის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საჩივრები მცირე პროცედურული დარღვევების გამო დაიწერა.
ოსეფაიშვილის თქმით, ორივე უბანზე პრობლემები ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, აქედან ერთი სპეცუბანი. ქალაქში ჯამში 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.
ქუთაისში მერობის კანდიდატები “ქართული ოცნებიდან” გიორგი ჭიღვარია და “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე არიან, თუმცა, “ნაციონალებმა” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე მაინც არის წარმოდგენილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ (48%) და გრიგოლ ვაშაძემ( 27%) მიიღო.