კონსულტაციები გვქონდა და ამას ვადასტურებ. შემიძლია დავადასტურო, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. უკვე დაანონსებულია პრემიერის ბრიფინგი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
”ნდობის გამოცხადება დამოკიდებულია კონსულტაციების დასრულებაზე. ზოგადად, თუ მესამედით იცვლება მთავრობის შემადგენლობა, ამ შემთხვევაში საჭიროა პარლამენტმა გამოუცხადოს ნდობა მთავრობის ხელახალ შემადგენლობას. თუ ამ მასშტაბით იქნება ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნდობის გამოცხადება საჭირო გახდება, თუმცა ეს ყველაფერი დასაზუსტებელია კონსულტაციების შედეგად.
კონსულტაციები გვქონდა და ამას ვადასტურებ. შემიძლია დავადასტურო, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. უკვე დაანონსებულია პრემიერის ბრიფინგი. მისი პრეროგატივაა ინიციატივების წარდგენა და დეტალებს პრემიერ-მინისტრისგან მოისმენთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.