ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პიორიტეტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის თათბირის დაწყებამდე განაცხადა.
“ეს არის ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მთავრობის ეფექტურობის გაზრდა”, – აღნიშნა მან.
ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ იგეგმება გარკვეული ცვლილებები როგორც სტრუქტურული, ისე საკადრო, რაზეც ხვალ პრემიერი განცხადებას გააკეთებს.
კომენტარები