მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
”სამთავრობო ცვლილებებს რაც შეეხება, მე მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას. ოპტიმიზაცია საინტერესოა. ზოგადად საზოგადოების მხრიდან იყო დაკვეთა, ძალიან ბევრჯერ იყო ამაზე საუბარი. ვნახოთ, მე მგონია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული და მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები