რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ და კომპანია „გაზკო+“-მა საქართველოსთვის 2016 წლის მეორე ნახევარში 100 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტს ხელი მოაწერეს. შესაბამის ხელშეკრულებას პეტერბურგში „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა და „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.
რუსული გაზის მონოპოლისტის ინფორმაციით, 2015 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს 300 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. „გაზკო+“ ქართული ენერგოკომპანიაა, რომელიც ბუნებრივი აირის შესყიდვით და საქართველოს ტერიტორიაზე მისი რეალიზებით არის დაკავებული. საქართველოში ბუნებრივი აირის მთავარი იმპორტიორი დღეს აზერბაიჯანია. რუსეთისგან კი საქართველო სომხეთში ტრანზიტის სახით მიწოდებული ბუნებრივი აირის 12%-ს იღებს.
კომენტარები