„მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების საგანი”- ეს განცხადება, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვიმ გააკეთა.
იგორ დოლგოვმა უკრაინის და საქართველოს პრემიერების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხი, ოფიციალურ დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის. უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ საკითხი მაღალი დონის მოლაპარაკებების თემა არ არის.
„მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების საგანი. ის ახლა უკრაინაში კერძო პირია. მართალია, საქმე ძველებურად აღარაა. მაგრამ ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი უკრაინაშიც და საქართველოშიც. კიევში რომ აქციები მიმდინარეობს- ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ.
მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინაში იმყოფება, განაგრძობს გარკვეულ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გულახდილად გეტყვით, რომ არ არის ძალიან პოპულარული. ასე რომ მისი საკითხი არ არის მაღალი დონის მოლაპარაკებების თემა- აქ ვსვამ წერტილს,”-განაცხადა იგორ დოლგოვიმ.