დღეს ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლემ სასამართლო პროცესზე შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა მხოლოდ დღევანდელი პროცესის დახურვის შესახებ, რადგან დაცვის მხარეს უნდა წარედგინა ბრალდებულის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
დღევანდელ პროცესზე განცხადება გააკეთა თავად ოთარ აბესაძემაც და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, რომელიც მასზე ნერვიულობდა, ამჟამად თავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
მოსამართლე შუამდგომლობების შემდეგ განმარტა, რომ მორალურად ცუდად ყოფნა არ ნიშნავს, რომ პროცესი უნდა გადაიდოს და იმის გამო, რომ ნამდვილად დადასტურებულიყო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ოთარ აბესაძეს ექიმი გასინჯავს, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა დღევანდელი სასამართლო სხდომა.